Hiring.Camp

Financial Analytics Mentor GEO

Academy of Digital Industries

·

Today

Location
Tbilisi, Tbilisi, Georgia
Workplace
Hybrid
Type
Contract
Department
Operations
Seniority
Mid
Source
Recruitee

Description

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ვეძებთ გამოცდილ ფინანსური ანალიტიკის მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. საუკეთესო კანდიდატი იქნება ფინანსური ანალიზის პრაქტიკოსი ექსპერტი, რომელსაც რეალურ კომპანიებში აქვს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების გამოცდილება და შეუძლია რთული ფინანსური საკითხები სტუდენტებისთვის გასაგებ, პრაქტიკულ უნარებად გადააქციოს.

მენტორი სტუდენტებს ასწავლის, როგორ წაიკითხონ და გააანალიზონ ფინანსური ანგარიშგება, როგორ შეაფასონ კომპანიის მომგებიანობა და ფინანსური მდგომარეობა, როგორ შეადგინონ ბიუჯეტი და პროგნოზი და როგორ დაეყრდნონ ამ ანალიზს გადაწყვეტილების მიღებაში.

ძირითადი მოვალეობები

  • წაუძღვეთ ონლაინ ან ადგილზე ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიურ ჩართულობას და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;

  • ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით;

  • ასწავლოთ ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადები) ანალიზი;

  • ასწავლოთ ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება კომპანიის მომგებიანობის, ეფექტიანობისა და ფინანსური სტრუქტურის შესაფასებლად;

  • ასწავლოთ ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ფაქტობრივი შედეგების გეგმასთან შედარება;

  • ასწავლოთ ფინანსური მოდელების აგება Excel-ში;

  • გააცნოთ სტუდენტებს ფინანსური მონაცემების ვიზუალიზაცია და რეპორტინგი დეშბორდებით;

  • ასწავლოთ ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა;

  • AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება ფინანსური ანალიზის პროცესის გასამარტივებლად და ოპტიმიზაციისთვის;

  • მოამზადოთ რეალურ ქეისებზე დაფუძნებული პრაქტიკული დავალებები და დასკვნითი პროექტი (მაგ. კომპანიის სრული ფინანსური ანალიზი ბიუჯეტითა და რეკომენდაციებით);

  • შეაფასოთ სტუდენტების ნამუშევრები და მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი;

  • ფინანსური ანალიტიკის თანამედროვე ტენდენციები და პრაქტიკები ინტეგრირეთ სასწავლო პროცესში.

Skills

ExcelPower BI